თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი რუსული კანონის მოწინააღმდეგეები სასტუმრო "პარაგრაფისკენ" მსვლელობით მიდიან. მათ ხელში უჭირავთ ბანერი წარწერით "არა რუსულ კანონს!"
სასტუმრო „პარაგრაფთან“ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია იმართება. პარალელურად, სასტუმროში მიმდინარეობს ღონისძიება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება.
შეკრებილები სკანდირებენ - „არა რუსულ კანონს!“
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა.