პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესა და პარტია „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტი მოხდა პარლამენტის-ერთ-ერთ დერეფანში. გურამ მაჭარაშვილს მედიის წარმომადგენლები წერდნენ, რა დროსაც მასთან მივდა ანა წითლიძე.
წითლიძე მაჭარაშვილს პასუხს სთხოვდა გუშინდელი ღამის გამო, რამაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
“შე ნაბიჭვარო. შე პრორუსო, განახებ აქ როგორ ივლი“, - მიმართა ანა წითლიძემ გურამ მაჭარაშვილს.
მაჭარაშვილმა წითლიძეს საპასუხოდ მოღალატე უწოდა.
“ისტორიაში შეხვალ როგორც მოღალატე“, - მიმართა მაჭარაშვილმა წითლიძეს.
ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.