იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომათა დარბაზში ხმაურია.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს სხდომა მანდატურის თანამშრომლების საშუალებით დაატოვებინეს.
სხდომაზე „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახენ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
ვაშაძის თქმით, ანრი ოხანაშვილის მიზანი თავიდანვე იყო ის, რომ ოპოზიციიონერ დეპუტატებთან დაპირისპირება დაწყებულიყო და შემდეგ ისინი დარბაზიდან გაეძევებინათ.
„არგუმენტირეული, მუხლი, შინაარსობრივი კითხვები ისმევა ოპოზიციის მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვეუბნებოდი, რომ პროცედურა დაეცვა, რომ ყველა ადამიანს ჰქონოა კითხვის დასმის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ზუსტად ამიტომაა ეს კანონი რუსული, რომ ამ ადამიანებს შინაარსი კი არ აინტერესებთ, აინტერესბთ, უბრალოდ, ივანიშვილის დავალება შეასრულონ და რუსული ამოცანა შეასრულონ. არაფერი არ ხდდება და პროვოკაციაზე მიდიან, რომ დეპუტატები გააძევონ. თავიდანვე მათი ამოცანაა დეპუტატები გაძევება სხდომათა დარბაზიდან. ამ ადმაიანებს არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, ეს კანონი მუხლების თანმიმდევრობითაც კი ერთი ერთში ემთხვევა რუსულ კანონს. პასხური რომ არ აქვთ, ასე იქცევიან, - თქვა გიორგი ვაშაძემ.