თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.
რესპუბლიკის მოედანი გადაკეტილია.
ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ და მის გაწვევას ითხოვენ.