პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს, რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდა
„ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ შალვა პაპუაშვილს მიმართა და უთხრა, რომ ის ვერ მიაწებებს მას აგენტის იარლიყს.
მე 23 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიულ განვითარებას და თქვენ ვერ დამაწებებთ ამ {აგენტის} იარლიყს”, – მიმართა ჟურნალისტმა პაპუაშვილს.
ჟურნალისტმა ასევე წინადადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მონაცემები შევიდეს 2000 წლიდან.
„აგენტები, როგორც წესი, არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან, თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, წინადადება მაქვს, დავიწყოთ რეესტრის გაკეთება არა 2023 წლიდან, არამედ 2 000 წლიდან..
ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შალვა პაპუაშვილი, რომელიც მე რომ მთელ რედაქციისთვის ხელფასს ვარიგებდი, 2010 – 2011 წელს როცა მუშაობდით, ალბათ თქვენ ერთი ადამიანი იღებდით ამ ხელფასს. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შემდეგ ჩაეწეროს ბატონი პრემიერი ირაკლი კობახიძე, შემდეგ ჩავწეროთ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფონდიც სრულიად უცხოური ფულით არის შევსებული. 2000 წლიდან დავიწყოთ ბატონო შალვა. მე ვიქნები მეოთხე, რომელიც ჩაწერს, რომ უცხოური ინტერესებისთვის მუშაობს. მე ამას არ ჩავწერ, ბატონო შალვა, თქვენ ჩაწერეთ... მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ციხეებში დადიოდა, აშუქებდა პატიმრების პრობლემებს და თქვენ მაშინ არსად არ იყავით. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც კუდი და სპეცსამსახურები დასდევდა, არ აძლევდნენ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას. თქვენ მაშინ ძალიან კარგად ცხოვრობდით, არსად არ იყავით. ახლა მე ვარ ნაციონალური მოძრაობის და რუსული ინტერესების გამტარი?“ - მიმართა ეთერ თურაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.”, – განაცხადა ეთერ თურაძემ.