„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ იღებს მონაწილეობას, რადგან თანამდებობების გადანაწილება არ არის პრიორიტეტული, როგორც ეს ივანიშვილის და გახარიას პარტიებისთვისაა, - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჯუბა მგელაძემ განაცხადა.
მგელაძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არა რუსეთის ნაწილი.
“რუსული კანონის პარალელურად, ამ თემებზე საუბარი არის უმნიშვნელო. დღეს ქვეყანაში წყდება ქვეყნის ბედი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ იღებს მონაწილეობას, ჩვენთვის ამ დროს არ არის პრიორიტეტი ამ დროს თანამდებობების გადანაწილება. ჩართეთ ტელევიზორი და ნახავ თუ ვის აინტერესებს თანამდებობები და ვინ ძიძგნის ერთმანეთს ამ თანამდებობების გადანაწილებაში. ეს არის ივანიშვილის პარტია და გახარიას პარტია, რომლებსაც ვერ გაუყვიათ თანამდებობები და დღეს რაც ხდებოდა, იყო სრულიად ამაზრზენი ჩვენთვის, რადგან დღე ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები მიდის ქვეყანაში, რომ ქვეყნის ბედი წყდება. ჩვენთვის მთავარია საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არა რუსეთის ნაწილი. ეს ის მნიშვნელოვანი პროცესები, რაც ჩვენ გვანაღვლებს.“ - განაცხადა ჯუბა მგელაძემ.
რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი.