პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის დეპუტატების შესაძლო დასანქცირებას ეხმიანება.
„სანქცირების მუქარის ქვეშ მყოფ ქართველ დეპუტატებს!
რა ბედნიერები ხართ, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის გიპირებენ დასჯას!“ - წერს ხათუნა ხოფერია.
დღეს სტრასბურგში ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ თუ "ქართული ოცნება" მიიღებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროკომისიას შემოიღოს პიროვნული სანქციები, შეაჩეროს საფინანსო დახმარება და გააუქმოს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. სანქციების მთავარ სამიზნედ მათ ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის წევრები და 83 დეპუტატი დაასახელეს.