თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში იმართება სლოგანით "ქალები ვირჩევთ ევროპას"
მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. ამჟამად რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები გამჭვირვალობის კანონის უკან გაწვევას მოითხოვენ.
დღეს ქალთა მარში იმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში.