საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნულ ვალუტასთან-ლართან მიმართებაში უცხოური ვალუტების გაცვლითი კურსი დაადგინა.
კერძოდ, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში შემდეგი შეფარდებით განისაზღვრა: 1 ამერიკული დოლარი უდრის 1,7736 ლარს. ევრო-ლარი შეფარდება კი შემდეგნაირად განისაზღვრა: ერთი ევრო უდრის 2,3738 ლარს.
რაც შეეხება ეროვნული ვალური გაცვლით კურსს სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში. ერთი თურქული ლირა უდრის 1,1515 ლარს, 100 რუსული რუბლი _ 5, 8437 ლარს, 1000 სომხური დრამი _ 4,8800 ლარს, 1 აზერბაიჯანული მანათი _ 2,2228 ლარს, 10 უკრაინული გრივნა _ 2,2277 ლარს.