პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკითხი განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა.
გვაქვს მომართვა, ვეტო, რომელიც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებას გენდერულ კვოტების საკითხთან დაკავშირებით, შემოვიდა ვეტო, რომელსაც გადავცემთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და შესაბამისად განიხილავს კომიტეტი შემდეგ პლენარული სხდომაზე", - თქვა პაპუაშვილმა.
3 აპრილს, პარლამენტმა "გირჩის" ინიციატივას სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიაში ქალები ჩაწერონ და პარლამენტში შეიყვანონ.