აქციაზე სპეცრაზმელებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკანონმდებლო ორგანოდან ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ. მათ აქციის მონაწილეებთან გადასვლა და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებთან შეერთება სურდათ.
დაძაბული ვითარებაა ამ წუთებში ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც დიდი რაოდენობით სპეცრაზმია მობილიზებული მშვიდობიანი დემონსტრანტების პირისპირ.