პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს.
პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი და პარტია „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ.
ყაველაშვილმა ხაბეიშვილს მასხარა უწოდა. „ხელი არაფერზე წაგიცდეს, გაფრთხილებ. რასაც გეუბნები, ხვდები. სჯობს, გაჩერდე“, – მიმართა ყაველაშვილმა ხაბეიშვილს.
პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა "ქართულ ოცნებას" მიმართა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანოს..
„გაიტანეთ პლებისციტზე არჩევნებთან ერთად - ხალხს მიეცით შესაძლებლობა, მოსწონთ თუ არა, ხალხი თუ გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არავინ, - ამბობს ხაბეიშვილი.
„რას ეტყვით მერე ევროკავშირს“, - მიმართა პაპუაშვილმა ხაბეიშვილს.