კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს ერთ-ერთი ლიდერის ზურა მახარაძის განცხადებით, პარტია ქართული იდეის თავმჯდომარემ, ლევან ჩაჩუამ, მათ პარტია აჩუქა.
მანამდე, საჯარო რეესტრმა ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტია კონსერვატიული მოძრაობა გააუქმა.
ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ ტვ პირველს უთხრა, რომ უახლოეს დღეებში პარტიის ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის სახელის შეცვლაზე და ახალი თავმჯდომარის არჩევაზე იმსჯელებენ.
"პარტია არ არის ჩანაწერი რეესტრში, პარტია ხალხის ერთობაა. ვინმეს თუ ფორმალობებზე აქვს ინტერესი, ბატონმა ლევან ჩაჩუამ და მისმა თანამებრძოლებმა მოგვცეს, გვაჩუქეს თავისი პარტია. ამ პარტიას წინა არჩევნებში მონაწილეობა აქვს მიღებული, ამიტომ არაფერი არ იქნება", — განაცხადა ზურა მახარაძემ.
ISFED-ის კვლევის თანახმად, პარტია ქართული იდეა ჰომოფობიური და ანტიდასავლური გზავნილების მატარებელია.