საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რაც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
„გირჩის“ მიერ ინიცირებული პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.
პირველი მოსმენა – გუშინ, მეორე და მესამე მოსმენა კი დღეს გაიმართა.