საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ათენში გამართულ ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა ყაზახებს პირველივე ტაიმში ოთხი გოლი გაუტანეს.
მეორე ნახევარში საბერძნეთის ნაკრებმა სტუმრებს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა – 87-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ყაზახმა ფეხბურთელმა ჩაჭრა და ბერძნები პლეი ოფის ფინალში გავიდნენ.