2010 წელს საქართველოდან 14 მლნ. 595 ათას 8 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 34 %-ითაა გაზრდილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო უკრაინაში გაიყიდა, სადაც მთლიანობაში 7 მლნ. 463 ათას 629 ბოთლი ქართული ღვინო გადაიზიდა.
2010 წელს საქართველოსთვის მეორე საექსპორტო ბაზარი ყაზახეთი აღმოჩნდა, სადაც წლის განმავლობაში 2 მლნ. 61 ათას 933 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.
2010 წელს ბელორუსიაში 1 მლნ. 170 ათას 341 ბოთლი ღვინო, პოლონეთში 867 ათას 129 ბოთლი ღვინო, ლატვიაში 585 ათას 19 ბოთლი ღვინოა ექპორტირებული.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2010 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 46 ქვეყანაში განხორციელდა. 2010 წელს ყველაზე მცირე რაოდენობით ღვინის ექსპორტი ემირატებში განხორცელდა, სადაც 2010 წელს 9 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.