შავი ზღვის უსაფრთხოება არის აქტუალური საკითხი საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატოსთვის, რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში არის შეფერხებული და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღავში, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველო არის ერთი ერთი უახლოესი პარტნიორი ნატო-სთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენ მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი და ნატო აგრძელებს მოწოდებას რუსეთისადმი, რომ გაიწვიოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების აღიარების მოთხოვნა. და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა, არც სამართლიანი და არც თავისუფალი იყო არჩევნები რუსეთში, ესეც შემიძლია ვთქვა. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამის წინაშე იმყოფება ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ნატოს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მე მივესალმები, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, ეს მოვლენები შეწყვიტოს. შავი ზღვის უსაფრთხოება არის აქტუალური საკითხი საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატოსთვის, რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში არის შეფერხებული და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღავში. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალურ სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.