მამუკა მდინარაძის განცხადებით, საწვავზე ფასის მატება არის მოგონილი პრობლემა, სინამდვილეში კი საწვავის ფასის გაძვირება არის უმნიშვნელოვანესი, ყოველდღიური პრობლემა მცირე მეწარმეებისთვოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილი მცირე მეწარმეებს შეხვდა.
მისი თქმით, ივანიშვილმა და კობახიძემ პასუხი უნდა გასცემ ამ ადამიანებს, თუ როგორ ხდება, რომ საქართველომდე მოსული საწვავი ორჯერ უფრო ძვირად იყიდება საქართველოში.
„მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საწვავზე ფასი რომ იზრდება ეს პრობლემა არ ყოფილა და არის მოგონილი პრობლემა. ახლა უკვე მოქალაქეების შემდეგ მცირე მეწარმეებს და ბიზნესს გასცეს პასუხი - საწვავზე რომ გაზრდილია ფასები და ლარი და 65 ღირს საქართველომდე და საქართველოში სამი ლარი და უფრო მეტი, მეწარმეებისთვის და ბიზნესისთვის არის დამატებითი პრობლემა. ამ ადამიანებისთვისაც ძვირდება საწვავი და შემდეგ ბიზნესს და მეწარმეებს უწევთ იმ სერვისის გაძვირება, რომელსაც მოქალაქეებს აძლევენ, ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ყოველდღიური პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის და ვალდებულია ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ამ ადამიანებს, ბიზნესმენებს, მცირე მეწარმეებს, საქართველოს მოქალაქეებს გასცენ პასუხი რატომ გაძვირდა საწვავი და როგორ ხდება, რომ ორჯერ არის გაძვირებული საქართველომდე მოსული საწვავი უკვე საქართველოში,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს