რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ახალი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ მედიის ცნობით, რუსეთის ქართული სათვისტომო იუწყება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი დიპლომატი გაგზავნა, რომელმაც რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების წინა ხელმძღვანელი, გიორგი ქაჯაია შეცვალა, რომელიც ირაკლი კობახიძემ დღეს ახალ თანამდებობაზე დანიშნა. ქაჯაია ზურაბ აბაშიძეს შეცვლის და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი იქნება.
მამუკა მერკვილაძე არის კომპანია Poti Trasterminal-ის თანადამფუძნებელი, მუშაობდა სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში.