აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან.
„იცით ვის ხვდება ის {ტრამპი} დღეს მარ-ა-ლაგოში? უნგრელ ორბანს, რომელმაც ნათლად განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ დემოკრატია მუშაობს და ეძებს დიქტატურას“.
ბაიდენმა დასძინა, რომ ის ხედავს მომავალს „რომელშიც ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას და არა ვამცირებთ მას“.
ორბანი ტრამპს ამერიკის ფლორიდის შტატში შეხვდა. მათ განიხილეს „უნგრეთთან და შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით ძლიერი და უსაფრთხო საზღვრების უმთავრესი მნიშვნელობა თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად“.
შეხვედრის შემდეგ ორბანმა კიდევ ერთხელ შეაქო ტრამპი და თქვა, რომ თუ ის ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა, „სამყარო უკეთესი იქნებოდა“.
„სიმართალე გითხრათ, მსოფლიო უკეთესი ადგილი იქნებოდა და უნგრეთისთვის უკეთესი იქნება, თუ ბატონი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაბრუნდება {ხელისუფლებაში}“, - თქვა ორბანმა.