გერმანიის ქალაქებმა მოითხოვეს მილიარდობით ევროს დახარჯვა ბომბის თავშესაფრებზე
გერმანიის ქალაქებისა და თემების გაერთიანებამ მოუწოდა ფედერალურ ხელისუფლებას, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელონ შესაძლო ომისგან მოსახლეობის დაცვაში.
ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანდრე ბერგეგერმა განაცხადა. იუწყება DW.
"ეს აღარ არის მხოლოდ ბუნდესვერის დაცვა. ზოგადად, ეს არის მოსახლეობის დაცვა ომის საფრთხისგან", - დასძინა მან.
ბერგეგერის თქმით, ამისთვის მომდევნო ათ წელიწადში სულ მცირე ერთი მილიარდი ევრო დასჭირდება, ამასთან, საუბარი არ არის შეიარაღებული ძალების აღჭურვის სპეციალური ფონდის ფულზე.
მაგრამ ბერგეგერი მიიჩნევს, რომ ეს საშუალებები პრობლემას მთლიანად ვერ გადაჭრის.
კერძოდ, გერმანიის ქალაქებისა და თემების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქვეყანაში ბომბსაფარების რაოდენობის გაზრდა მოითხოვა. მისი ცნობით, ცივი ომისდროინდელი 2000 სამოქალაქო თავშესაფრიდან მხოლოდ 600 დარჩა, რომელიც დაახლოებით 500 000 ადამიანს იტევს.
”გადაუდებელი აუცილებლობაა გაუქმებული თავშესაფრების ექსპლუატაციაში დაბრუნება,” - თქვა მან.
გარდა ამისა, იგი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია ახალი, თანამედროვე თავშესაფრების აშენება და დამატებითი საჰაერო თავდასხმის სირენების დაყენება.
მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა.