სარაკეტო დარტყმებით რუსეთი ვერ დააშინებს უკრაინელებს და ვერ აიძულებს მათ კაპიტულაციას.
ამის შესახებ გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯეიმს კარიუკიმ გაერო-ს უშიშროების საჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელზეც რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე თავდასხმა განიხილებოდა.
მუდმივი წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების სრული უგულებელყოფის დემონსტრირებაა. „რუსეთის ფედერაცია ცდილობს დააშინოს უკრაინა, მისი მოსახლეობა და უკრაინის მხარდამჭერები. ის ამას ვერ შეძლებს“, - თქვა მან.
კარიუკის სიტყვებით, უკრაინელებმა აჩვენეს, რომ არ დაუშვებენ დანებებას. „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ გაერთიანებული სამეფო ამაყობს უკრაინელებთან სოლიდარობით“.
მან მოუწოდა რუსეთს „გაიყვანოს თავისი ჯარები, შეწყვიტოს სისხლისღვრა და დაასრულოს ეს უაზრო ომი“.
"უკრაინა იმსახურებს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი დახმარებით სწორედ ამას მიაღწევს უკრაინა," - აღნიშნა კარიუკმა.