აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური სახსრების გამოყოფას ფედერალური უწყებების მუშაობისთვის ფინანსური წლის ბოლომდე. იუწყება The Hill
კანონპროექტს მხარი კონგრესის ზედა პალატის 75-მა წევრმა დაუჭირა, 22 წინააღმდეგი იყო.
ახლა მას ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ეს თავიდან აიცილებს ფედერალური მთავრობის ნაწილობრივ დახურვას („შათდაუნი“.) დაფინანსების შეწყვეტის გამო.
დოკუმენტი ითვალისწინებს ზოგიერთი დეპარტამენტის დაფინანსებას 460 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით.
მაგრამ ეს პაკეტი მხოლოდ პირველია იმ ორი პაკეტიდან, რომელიც კონგრესმა უნდა მიიღოს ამ თვეში.
კანონმდებლებს აქვთ ბოლო ვადა 22 მარტი - დარჩენილი ექვსი კანონპროექტისთვის, რომელიც აფინანსებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა თავდაცვის დეპარტამენტი, შიდა უსაფრთხოება, ჯანდაცვა და სოციალური სამსახურები. კანონმდებლების თქმით, შესაძლოა, კიდევ უფრო რთული არმოჩნდეს ორპარტიული შეთანხმების მიღწევა.