უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 8 მარტს თურქეთს ეწვევა, სადაც თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იუწყება Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს ზელენსკი და ერდოღანი განიხილავენ უკრაინაში რუსეთის ომის მიმდინარეობას, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას და ორმხრივ ურთიერთობებს.
„უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული ვითარება და შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნის აღდგენის თაობაზე ბოლო კონტაქტებიიქნება მათი შეხვედრის მთავარი თემა“, - ნათქვამია განცხადებაში.