უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას შვედეთს ნატო-ში გაწევრიანება მიულოცა.
ზელენსკის განცხადებით, კიდევ ერთი ევროპული სახელმწიფო გახდა უკეთ დაცული რუსული ბოროტებისგან.
„ახლა, რუსეთის აგრესიის დროს ყველაფრის წინააღმდეგ, რამაც ევროპა მშვიდობიანი და ერთიანი გახადა, ყველა ხედავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ალიანსებისა და პარტნიორობის შენარჩუნება, საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება და მეზობლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყოველთვის პრინციპულად უჭერდა მხარს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას და მადლობა გადაუხადა შვედეთს კიევის მხარდაჭერისთვის.
„შვედეთი ძლიერი მოკავშირე და სანდო ქვეყანაა. ვულოცავ ყველას შვედეთში და ევროატლანტიკურ სივრცეში. უკრაინა ყოველთვის პრინციპულად უჭერდა მხარს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას და მადლობელი ვარ შვედეთის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც შვედეთი შეძლებს უკრაინას მიულოცოს ალიანსში გაწევრიანება.დადგება დღე, როდესაც შვედეთი შეძლებს უკრაინას მიულოცეს ალიანსში გაწევრიანება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
7 მარტს, შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა.