ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე თბილისთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. წერს "ეხო კავკაზა"
მანამდე ოპოზიციურმა პარტია „დროამ“ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან განიხილა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისა და თბილისსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან ურთიერთობის თემა.
„რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ესაუბრება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და აცნობებს მათ პოზიციას საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრს, უშიშროების სამსახურის ყოფილ უფროსს“, - აცხადებენ „დროაში“.
„ეს ხიდაშელი არასდროს მინახავს და ვოლსკის მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციებით ვიცნობ“, - თქვა კიუტიმ.
კიუტიმ აღნიშნა, რომ ინფორმაცია აბსურდულია იმითაც, რომ რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები მის კომპეტენციაში არ შედის.
”მე არ მქონია მოლაპარაკებები, განსაკუთრებით მათთან”, - თქვა კიუტიმ.