ტოკიო შეშფოთებულია ჩინეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობით, - ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, იოშიმასა ჰაიაშიმ განაცხადა. იუწყება Reuters
მისი თქმით, იაპონიისა და რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით იაპონია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სამხედრო კავშირებით თანამშრომლობის გამო
„ჩვენი ქვეყანა დააკვირდება ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა კაბინეტის მდივანმა რეგულარულ პრესკონფერენციაზე.