2023 წელს, 2014 წლიდან მონაცემთა შეგროვების შემდეგ, მიგრაციულ მარშრუტებზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
გაერო-ს მიერ რეგისტრირებულია 8 565 დაღუპული მიგრანტი - ეს 20 პროცენტით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე, განაცხადა გაერო-ს მიგრაციის საერთაშორიოს ორგანიზაციამ. მანამდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა (8084 დაღუპვის შემთხვევა).
ამასთან, მიგრანტების დაღუპულთა დაახლოებით ნახევარი დაიხრჩო, ცხრა პროცენტი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და შვიდი პროცენტი ძალადობის შედეგად.
საერთო ჯამში, ორგანიზაციის პროექტის „დაკარგული მიგრანტების“ დაწყების შემდეგ 63 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან თითქმის ნახევარი ხმელთაშუა ზღვაში.
ამ მონაცემების მიხედვით, ხმელთაშუა ზღვა რჩება ყველაზე საშიშ მიგრაციულ გზად, სადაც გასულ წელს დაიღუპა სულ მცირე 3 129 ადამიანი, ხოლო 2024 წლის ორ თვეში 254 მიგრანტი.