„ჰამასმა“ განაცხადა, რომ წარადგინეს პასუხი ეგვიპტელი და კატარელი შუამავლების წინადადებებზე, თუმცა ისრაელი შეთანხმების გაჭიანურებაში დაადანაშაულა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი პირობები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - ეს არის ჯარების სრული გაყვანა ღაზის სექტორიდან, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება იმ რაიონებში, საიდანაც ისინი გაიქცნენ, განსაკუთრებით ჩრდილოეთით, საკმარისი დახმარების მიწოდება და რეკონსტრუქციის აღდგენა“, - ამის შესახენ „ჰამასის“ წარმომადგენელმა უსამა ჰამდანმა ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჰამდანმა ასევე დაადასტურა „ჰამასის’ მოთხოვნა მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და თქვა, რომ ტყვეთა გაცვლა არ მოხდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტამდე და დახმარების მიწოდებამდე.
„ჩვენი ხალხის უსაფრთხოება არ მიიღწევა ცეცხლის, აგრესიის შეწყვეტის გარეშე, ღაზის სექტორის ყოველი სანტიმეტრიდან ისრაელის გასვლის გარეშე... ხალხისთვის დახმარების მიწოდება, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია," თქვა მან.
ჰამდანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები არ იქნება ღია, რადგან ისრაელი აგრძელებს შეტევას ღაზის სექტორში.