უნგრეთის ახალმა პრეზიდენტმა ტომას შუიოკმა ხელი მოაწერა ოქმს, რომელიც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს. ამგვარად, შვედეთს ნატო-ს გზაზე ყოველგვარი დაბრკოლება ეხსნება და რამდენიმე დღეში ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრი გახდება.
უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი 26 თებერვალს დაუჭირა.
შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო 18 თვე გახანგრძლივდა. თურქეთმა რატიფიცირების გადაწყვეტილება 24 იანვარს მიიღო.
უნგრეთის პარლამენტმა კი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი 26 თებერვალს დაუჭირა.
შვედეთს ნატო-ში საბოლოოდ მისაღებად ახლა მხოლოდ რამდენიმე ფორმალური პროცესი დარჩა - მიღების დოკუმენტების ვაშინგტონში გაგზავნა, რაც სავარაუდოდ, მალე დასრულდება.