რუსული მედიის ინფორმაციით, ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაკში სპეცოპერაცის შემდეგ,რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, ექვსი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს. ამ დროისთვის სპეცოპერაცია დასრულებულია და სამართალდამცველები მოკლული პირების ვინაობას ადგენენ.
ქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს.
როგორც მედია იუწყება, ინგუშეთში, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს, უსაფრთხოების უწყებებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაში შეიარაღებული პირების ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლებიც გახმაურებული ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ. დაკავების მცდელობისას მათ ცეცხლი გაუხსნეს უსაფრთხოების ძალებს.
უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე სახლებიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ინგუშეთის ლიდერმა მაჰმუდ-ალი კალიმატოვმა განაცხადა, რომ საფრთხე არ არსებობს და რეგიონის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.