იაპონიის მთავრობამ გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია უკრაინაში რუსული აგრესიის გამო. საქცირებულთა სიას დაამატა 12 ფიზიკური პირი და 36 ორგანიზაცია. ამის შესახებ ნათქვამია იაპონიის მინისტრთა კაბინეტის ინფორმაციაში, რომელიც 1-ელ მარტს გამოქვეყნდა. ტოკიომ ასევე გაამკაცრა შეზღუდვები რუსული ბრილიანტების იმპორტზე არასამრეწველო გამოყენებისთვის, აკრძალა მათი მიწოდება მესამე ქვეყნებიდან.
გამოქვეყნებული სიის მიხედვით, პერსონალური სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს ქონების გაყინვას მათი დაუწესდა, ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მუსლიმ ხუჩიევის, სახელმწიფო სატრანსპორტო სალიზინგო კომპანიის (GTLK) გენერალური დირექტორს, ევგენი დიტრიხს. „არტეკის“ დურექტორს, კონსტანტინ ფედორენკოს, ანექსირებული სევასტოპოლის "ახალგაზრდული არმიის" რეგიონალური შტაბის უფროსს ვლადიმირ კოვალენკოს.
გარდა ამისა, იაპონიამ დააწესა პერსონალური სანქციები კრასნოიარსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის ალექსანდრ უსისს ვაჟის, არტიომ უსს, რომელიც გასულ წელს იტალიაში შინაპატიმრობიდან გაიქცა.
იაპონიის ხელისუფლებამ სანქციების სიაში ასევე დაამატა „ტინკოფ ბანკი“ და 20-მდე საწარმო და ორგანიზაცია.
სანქციები მოიცავს ექსპორტის შეზღუდვებს და აქტივების გაყინვას, რომლებიც ძალაში 31 მარტს შევა.