ტექსასის სატყეო სამსახურის ცნობით, ორშაბათს გაჩენილმა ტყის ხანძარმა 1,075,000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია ტერიტორიის მხოლოდ 3 პროცენტზე.
ტექსასის კატასტროფულმა ხანძრებმა სულ მცირე ორი ადამიანი იმსხვერპლ.ა ცეცხლი ყოველ წუთს უფრო მეტ ფართობზე ვრცელდება, იუწყება CNN.
ხანძრის შედეგად ათასობით პირუტყვი დაიღუპა.
ხანძრის გავრცელების გამო, ხელისუფლებას ჯერ არ შეუძლია ზარალის ოდენობის შეფასება.
ხუთშაბათს მცირე წვიმის მიუხედავად, მეტეოროლოგები პარასკევს და შაბათ-კვირას უნალექო პირობებს და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ, რაც სავარაუდოდ ხელს შეუწყობს ხანძრის შემდგომ გავრცელებას.
ტექსასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა სამშაბათს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა შტატის 60 ოლქში.
შტატში სერიოზული პრობლემა გახდა ხანძრის გამო ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შედეგად გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვა. კომპანია North Plains Electric Cooperative-მა განაცხადა, რომ მას სჭირდება 185 კმ-ზე მეტი ხაზის აღდგენა.