იაპონია გეგმავს დამატებით სანქციები დაუწესოს რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ G7-ის სამიტზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.
კიშიდამ თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოვლენა, რადგან ბრძოლის ველზე ვითარება რთულია და საბრძოლო მომქედებები გაჭიანურებულია. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა წელს მისი კაბინეტის ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება.
ონლაინშეხვედრას G7-ის ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შეგვიძლია უკრაინელი ხალხის გამარჯვება უზრუნველვყოთ მათი მომავლისთვის ბრძოლაში და დავეხმაროთ ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შექმნაში“, - ნათქვამია G7-ის ლიდერების განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მიიღებენ ზომებს რუსეთის შემოსავლების შესამცირებლად, მათ შორის ენერგორესურსებით ვაჭრობიდან და ასევე სანქციებს შემოღებენ მესამე ქვეყნების მიმართ, რომლებიც ფინანსურად უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციას.