მისისიპის შტატში, ამერიკის ეროვნული გვარდიის Apache AH-64 ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა ორი ჯარისკაცი.ამის შესახებ ნათქვამია მისისიპის ეროვნული გვარდიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ Apache AH-64 ვერტმფრენი გეგმიურ სასწავლო ფრენას ახორციელებდა.
ავიაკატასტროფის შედეგად ვერტმფრენში მყოფი ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
აღნიშნულია, რომ "როგორც ყველა უბედური შემთხვევა, ეს ინციდენტიც გამოძიებული იქნება".