უკრაინის არმიამ რუსეთის A-50-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ამის შესახებ საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშჩუკმა 23 თებერვალს განაცხადა.
"A-50, წარწერით 'ბაიანი' უკანასკნელად გაფრინდა" - წერს ოლეშჩუკი ტელეგრამში.
უკრინის ძალებმა სადაზვერვო თვითმფრინავი აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს.
რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალებმა 2024 წლის დაწყების შემდეგ უკვე მეორე A-50-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი დაკარგეს.