რამდენიმე მოსწავლე დაჭრეს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქ ვუპერტალის სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად, იუწყება გამოცემა Bild
პოლიციის ცნობით, დილით ვილჰელმ დიორპფელდის გიმნაზიაში ჩატარდა პოლიციის მასშტაბური ოპერაცია, რის შედეგადაც ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოები სხვა დეტალებს არ ასახელებენ, მხოლოდ განმარტავენ, რომ ოპერაციის დროს სროლა არ ყოფილა.