პოლონეთის შინაგან საქმეა მინისტრი მარჩინ კერვინსკი გამოეხმაურა ფერმერების აქციას, რომლის ერთ-ერთმა გამოიტანა პოსტერი სკამდალური წარწერით. ფერმერი რუსეთის პრეზიდენტს სთხოვდა წესრიგის დამყარებას.
„პუტინო, აღადგინე წესრიგი უკრაინაში და ბრიუსელში და ჩვენს ოფიციალურ პირებთან“, - ეწერა პოსტერზე, გვერდით კი საბჭოთა კავშირის დროშა იყო დამაგრებული.
აქციის ორგანიზატორებმა სკანდალური ბანერის გამო გაკვირვება გამოთქვეს, მათი განმარტებით, აქციის მონაწილეებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა აქვთ პოსტერების შინაარსზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარჩინ კერვინსკიმ და დაადასტურა, რომ პოსტერის ავტორის წინააღმდეგ ზომები იქნება მიღებული.
„პოლიცია და პროკურატურა ახორციელებს ზომებს ავტორის წინააღმდეგ. ჩვენგან არ იქნება თანხმობა მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებზე“, – განაცხადა კერვინსკიმ.
დღეს, დილიდან პოლონელ ფერმერებს, ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტის შეჩერების მოთხოვნით, უკრაინის საზღვრი აქვთ ბლოკირებული. პოლონელი ფერმერების საპასუხოდ, უკრაინელმა მძღოლებმა ორი ქვეყნის საზღვარზე კონტრაქცია დაიწყეს.