მექსიკაში, აშშ-ის საზღვართან სროლის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. იუწყება სააგენტო Reuters
ტამაულიპასის შტატის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამხედროები ტეხასის საზღვრის გასწვრივ პატრულირებდნენ, როდესაც მათ შეიარაღებული მოქალაქეები დაესხნენ თავს, რის შემდეგაც სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
უცნობია, არიან თუ არა დაღუპულებს შორის სამხედროები.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ტამაულიპასის შტატში სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებს.