ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს დევიდ ვენსმა ნატო-ელი მოკავშირეები დაარწმუნა, რომ თუ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება, მათ შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ, რომ ამერიკა დაიცავთ მათ გარე აგრესიისგან.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეები. ჩვენ ვაფასებთ ნატო-ს და ეს ეხება მთელ პოლიტიკურ სპექტრს, მაგრამ ევროპა უნდა გახდეს უფრო თვითდაჯერებული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და ეს იყო ტრამპის გზავნილი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს კვირას, 18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.
ვენსმა განსაკუთრებით მოუწოდა გერმანიას, მეტი ინვესტიცია განახორციელოს სამხედრო სფეროში. „თუ გერმანიას აქვს მსოფლიოში მეხუთე ყველაზე დიდი მშპ და რუსეთი ათეულშიც კი არ არის, მაშინ გერმანიას არ უნდა შეეძლოს სანდო შეკავების უზრუნველყოფა? - იკითხა მან.
ამასთან სენატორმა დასძინა: ”ეს არ არის არგუმენტი, რომ გერმანიას ბედის ანაბარად ვტოვებთ. ეს მხოლოდ სტიმულია ჩვენი გერმანელი მეგობრებისთვის, რომ მიიღონ ოდნავ უფრო დიდი როლი, რადგან შეერთებულ შტატებს მოუწევს სხვა საკითხებზე ფოკუსირება მომდევნო ნახევარ საუკუნეში.”