რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ 1991 წლის საზღვრებთან რუსეთის დაბრუნებას შეეცდებიან, ეს გამოიწვევს გლობალურ ომს და რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს კიევის, ბერლინის, ლონდონისა და ვაშინგტონის წინააღმდეგ.
”რუსეთის დაშლას ექნება ბევრად უფრო საშინელი შედეგები, ვიდრე ჩვეულებრივი, თუნდაც ყველაზე გაჭიანურებული ომს. რუსეთის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნების მცდელობა მხოლოდ გამოიწვევს ერთ რამეს. გლობალურ ომს დასავლეთის ქვეყნებთან, ჩვენი სახელმწიფოს მთელი სტრატეგიული არსენალის გამოყენებით კიევის, ბერლინის, ლონდონის, ვაშინგტონის და ყველა სხვა ლამაზი ისტორიული ადგილის წინააღმდეგ, რომლებიც დიდი ხანია ჩვენი ბირთვული ტრიადის სამიზნეები არიან“, - განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, „ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომელშიც საკუთარ მამულს იცავენ“.
„ასე რომ, დროა დააბრუნონ ყველაფერი, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. ან ჩვენ თავად დავიბრუნებთ მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგებით ისე, როგორც ავდეევკა დავიბრუნეთ“, – წერს მედვედევი.