ორ დღეში უსაფრთხოების ძალებმა ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე მთელ რუსეთში 401 ადამიანი დააკავეს. აღნიშნული მონაცემები განთავსებულია ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტის „ოვდ-ინფოს“ გვერდზე.
დაკავებები 36 ქალაქში გამართულ აქციებზე განხორციელდა.
სანქტ-პეტერბურგში ყველაზე მეტიადამიანი დააკავეს. აქ დაკავებულა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.
რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციხეში დაიღუპა. მისი გარდაცვალების მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის სიკვდილზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად ვლადიმირ პუტინს აკისრებენ.