მიუხედავად დონალდ ტრამპის რეზონანსული განცხადებებისა, რომელსაც უკრაინაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ის უნდა შეფასდეს მისი რეალური ქმედებებით და არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს განცხადებები აუცილებლად შესრულდება.
ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.
კერძოდ, პომპეო დარწმუნებულია, რომ სერიოზულად არავინ უნდა მიიღოს ტრამპის წინასაარჩევნო და ზოგადად პოლიტიკური განცხადებები. მაგალითად მან მოიყვანა ტრამპის განცხადებები ავღანეთიდან ამერიკის არმიის გაყვანის შესახებ.
"ტრამპი გამუდმებით საუბრობდა ავღანეთიდან {ჯარის} გაყვანაზე, მან ამის შესახებ ტვიტერში 57-ჯერ დაწერა. მაგრამ საბოლოოდ, ეს არა მან, არამედ ბაიდენმა გააკეთა", - განმარტა პომპეომ.
ასევე, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ყველას მოუწოდა, განცხადება „{უკრაინაში} ომის 24 საათში დასრულების შესახებ პირდაპირ არ მიიღოს. " ფრაზები 24 საათის შესახებ ტრამპიზმია. თუმცა ის იპოვის გზას, რათა უზრუნველყოს რუსეთის შეკავება", - თქვა პომპეომ.