აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ომის დასრულების შემდეგ რუსეთს უკრაინისთის მიყენებული ზარალის კომპენსაციას მოსთხოვს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რუსეთმა აუნაზღაუროს უკრაინას მიყენებული ზარალი“, - განაცხადა ჰარისმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში.
"პრეზიდენტი ბაიდენი და მე გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ გქონდეთ რესურსები და იარაღი, რაც გჭირდებათ წარმატებისთვის. ჩვენ ვიქნებით თქვენთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება,” -
ვაშინგტონმა საერთო ჯამში უკრაინას უკვე გამოუყო 110 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება. ხოლო ბაიდენის მოთხოვნა კიევისთვის კიდევ 60 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კონგრესის მიერ ამ ერაპზე ჯწერ დამტკიცენული არ არის.