უკრაინული ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიის“ მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა, რომ ავდიივკაში მძიმე ბრძოლა გრძელდება, უკრაინული სამხედრო დანაყოფები გადიან დანგრეული პოზიციებიდან და ახალ პოზიციებზე მაგრდებიან, მაგრამ ავდიივკაში რუსეთის ძალებმა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.
„ავდიივკიდან ჩვენი ქვედანაყოფების ორგანიზებული გასვლისას სამხედროების დაცვისას, „ტავრიას“ არტილერიამ შეასრულა თითქმის 400 საცეცხლე მისია..
ავდიივკადან პირადი შემადგემლობის გაყვანა განხორციელდა გეგმის მიხედვით, რომელიც შემუშავებული იყო სხვადასხვა სცენარის და ოპერატიული სიტუაციის შესაძლო ცვლილებების გათვალისწინებით. და მაინც, ოპერაციის დასკვნით ეტაპზე, მტრის ჭარბი ძალების ზეწოლის ქვეშ, რამდენიმე უკრაინელი სამხედრო პირი ტყვედ ჩავარდა“, - განაცხადა ტარნავსკიმ.
ტარნავსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შესაბამისი ინსტიტუტები მიმართავენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და შუამავალ ქვეყნებს, რათა უზრუნველყონ რუსების მხრიდან სამხედრო ტყვეების ჰუმანური მოპყრობა.