მრავალთვიანი დაპირისპირების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავდიივკის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში, „ზენიტის“ პოზიციიდან გასვლაზე, – ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიის“ მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა.
”ჩვენ ვიკავებდით ამ პოზიციას ვიდრე შესაძლებელი იყო მტრის ეფექტურად შეკავება და განადგურება”, - თქვა ტარნავსკიმ.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება პირადი შემადგენლობის შენარჩუნებისა და ოპერატიული ვითარების გაუმჯობესების მიზნით იქნა მიღებული.
„ამ პოზიციების ტაქტიკურად დაკავება არ აძლევს მტერს სტრატეგიულ უპირატესობას და არ ცვლის ვითარებას ავდიივკის თავდაცვის ოპერაციის ფარგლებში. ამჟამად მიმდინარეობს ჯარების გადაჯგუფება, მარაგების შევსება და ქვედანაყოფების ახალ პოზიციებზე მოწყობა. მიმდინარეობს ქვედანაყოფების გაძლიერება“, - განაცხადა ტარნავკსიმ.