შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ 2035 წლამდე სამხედრო ხარჯებს გაზრდის. ამით ის გახდება ბოლო ევროპული ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღო. იუწყება The Guardian
პრეზიდენტმა ვიოლა ამჰერდმა განაცხადა, რომ 2035 წლამდე დამატებით დაახლოებით 20 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი (22,58 მილიარდი დოლარი) გამოიყოფა თავდაცვის დასაფინანსებლად.
”უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით ვითარება აშკარად რთულია, ამჟამინდელ არასტაბილურობას, ევროპის კონტინენტზე ომის, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტების და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილების გათვალისწინებით”, - თქვა მან პრესკონფერენციაზე.
ამჰერდმა თქვა, რომ ახლა ბევრი კრიზისი არსებობს და შვეიცარიის გეგმა ნაწილობრივ ითვალისწინებს გაკვეთილებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომიდან ისწავლეს.