გენერალ-ლეიტენანტი ოლექსანდრ პავლიუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ახალ მეთაურად დაინიშნა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაში, რომელიც გამოქვეყნდა კვირას, 11 თებერვალს.
ერთი დღით ადრე, უკრაინის მთავრობამ გაათავისუფლა პავლიუკი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან „სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით“. რუსეთის ჭერის დაწყების შემდეგ, პავლიუკი მეთაურობდა უკრაინის თავდაცვის ძალებს აღმოსავლეთში. 2022 წლის მაისიდან ის იყო სახმელეთო ჯარების მეთაურის ოლექსანდრ სირსკის მოადგილე, ხოლო 2023 წლის თებერვლიდან მუშაობდა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.
შეგახსნებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად 8 თებერვალს დანიშნა. სირსკიმ ვალერი ზალუჟნი შეცვალა.