მოძრაობა Riposte Alimentaire-ის ეკოქტივისტებმა ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში მხატვარ კლოდ მონეს ნახატს „გაზაფხული“ წვნიანი შეასხეს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
ამავე მოძრაობის წარმომამდგენლებმა მანამდე ლუვრის მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის ნახატს, „მონა ლიზას“ შეასხეს წვნიანი.
„ეს „გაზაფხული“ იქნება ერთადერთი, რაც დაგვრჩება, თუ რეაქცია არ გვექნება. რას დახატავენ ჩვენი მომავალი მხატვრები? რაზე ვიოცნებებთ, თუ გაზაფხული აღარ იქნება?“ – აცხადებენ აქტივისტები.
ლიონის მერმა გრეგორი დუსემ სინანული გამოთქვა "მონეს ნახატის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო". ამავდროულად, მან დაადასტურა, რომ შეშფოთება გარემოს შესახებ „კლიმატის საგანგებო ვითარების პირობებში“ „ლეგიტიმურია“.
მერის თანაშემწემ კულტურის საკითხებში ნატალი პერენ გილბერტმა თქვა, რომ მას "ესმის ამ ახალგაზრდების შეშფოთება", მაგრამ მათ ქმედებებს კონტრპროდუქტიული უწოდა. „მე ვგმობ ამ ქმედებებს. ნახატს რესტავრატორი შეისწავლის, დაზიანებულია თუ არა, არ ვიცით. მინა არ არის წყალგაუმტარი, როგორც მონა ლიზა“, - თქვა მან. გილბერტმა თქვა, რომ მუზეუმისა და ქალაქის წარმომადგენლები აპირებენ საჩივრის შეტანას.
აქტივისტები დააკავეს.