ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა კალიფორნიის შტატის სან-ბერნარდინოს ოლქის ქალაქ ბეიკერთან მოხდა.
ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის იყო ნიგერიის კომერციული ბანკის Access Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰერბერტ ვიგვე, ასევე მისი მეუღლე და ვაჟი.
რომ Orbic Air-ის ვერტმფრენი, რომელიც პალმ სპრინგსიდან ნევადაში ბოლდერ სიტიში მიემართებოდა, აფრენიდან დაახლოებით საათნახევარში ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. დაწყებულია გამოძიება.